ბექა ოდიშარიამ “მთავარ არხს“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში სარჩელი მოუგო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ტელეკომპანია „მთავარ არხს“ სარჩელი მოუგო.

როგორც ოდიშარიამ განაცხადა, საუბარია კონკრეტულ სიუჟეტზე, სადაც მისი ქონება არასწორად გაშუქდა.

„გამოცხადდა გადაწყვეტილება საქმეზე „ბექა ოდიშარია ირაკლი ბახტაძის წინააღმდეგ“. მოპასუხე ირაკლი ბახტაძე. დარღვეულია პრინციპები: პირველი და მეთერთმეტე. ეს არის ის, რაც ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსების გარკვეული მუხლების დარღვევა და დანაშაულის ჩადენა. განცხადებით მივმართე მე და მივიჩნევდი, რომ 2024 წლის 6 აპრილს „მთავარმა არხმა“ ეთერში გასულ სიუჟეტში სახელწოდებით „ბექა ოდიშარიას“ ქონება, დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის პირველი და მეთერთმეტე პრინციპები. ეს არის უმძიმესი მიმართულება, რომლის აღიარებაც, როგორც წესი, ჟურნალისტის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას არ სურს. ამ ადამიანს არ აქვს არანაირი მორალური უფლება, რომ შემოვიდეს სადმე სივრცეში, მით უმეტეს, პოლიტიკაში, მას გზა ხსნილი აქვს ახლა ყვითელი ჟურნალისტიკისაკენ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები