ვოლოდიმირ ზელენსკი: სი ძინპინმა სიტყვა მომცა, რომ რუსეთს იარაღს არ მიჰყიდის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთს იარაღს არ მიაწვდის.

“ვესაუბრე ჩინეთის ხელმძღვანელს, მან თქვა, რომ ის არ მიჰყიდის რუსეთს იარაღს, ვნახოთ. თუ პატიოსანი ადამიანია, არ გააკეთებს ამას, იმიტომ, რომ სიტყვა მომცა“, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ინფორმაციისთვის, 22 მაისს, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები