ერევანში საპროტესტო აქციებზე 60 ადამიანი დააკავეს

სომხეთის დედაქალაქ ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე 60 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომიტინგეები 12 ივნისს ბაგრამიანის გამზირზე, ასევე პროშიანასა და დემირჩიანას ქუჩებზე გამართული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.

ბაგრამიანის გამზირზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მედიის ცნობით, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენა.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაწყებული ფიზიკური დაპირისპირების და სამართალდამცველების მიერ აღმართული კედლის გარღვევის მცდელობის პარალელურად მომიტინგეებმა პოლიციის მიმართულებით ბოთლების სროლა დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები