“არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სეპარატისტული, საოკუპაციო რეჟიმები რა ტიპის არჩევნებს ჩაატარებენ” – დავითულიანი

“არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სეპარატისტული, საოკუპაციო რეჟიმები რა ტიპის არჩევნებს ჩაატარებენ”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა ისაუბრა.

“საბოლოოდ, ეს ტერიტორიები მაინც იქნება განუყოფელი, ერთიანი საქართველოს ნაწილი. ჩვენ ამას შევძლებთ ყოველგვარი ძალისმიერი მეთოდების გამორიცხვით, მათთან დიალოგით და სამშვიდობო პოლიტიკით”, – აღნიშნა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები