დავით მათიკაშვილი: როდესაც სრულიად ელექტრონულ წესზე გადავა საარჩევნო მარათონი, წარმოუდგენელია, ვინმემ რამე მანიპულაცია გაბედოს და თქვას, რომ არჩევნები გაყალბდა

როდესაც სრულიად ელექტრონულ წესზე გადავა საარჩევნო მარათონი, წარმოუდგენელია, ვინმემ რამე მანიპულაცია გაბედოს და თქვას, რომ არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„მუდმივად არის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მცდელობა, დისკრედიტაცია მოახდინონ უკვე საარჩევნო პროცესის. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე თავდასხმები აქამდეც გვინახავს. დღეს კიდევ განსაკუთრებით, როდესაც სრულიად ელექტრონულ წესზე გადავა საარჩევნო მარათონი, წარმოუდგენელია, ვინმემ რამე მანიპულაცია გაბედოს და თქვას, რომ არჩევნები ისე არ დასრულდა, ან გაყალბდა ან სხვა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები