ძლიერი წვიმისა და ძლიერი წყალდიდობის გამო ავღანეთის ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონებში ბევრი სოფელი და ქალაქი დაიტბორა, განადგურდა საცხოვრებელი სახლები და მოსავალი, დაზარალდა ათიათასობით ოჯახი. სტიქიის შედეგად დაიღუპა ასობით მოქალაქე.
ამასთან, გაეროს ბავშვთა სააგენტოს ინფორმაციით, ათიათასობით არასრულწლოვანია საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი.
„მე ვარ ბაღლანის სოფელ შაიხ ჯალალიდან. სახლში ვიყავი, როცა ჩვენი სახლი წყალდიდობამ დაანგრია. სამნი გადავრჩით. ჩემი და დაიღუპა. წყალმა წაგვიღო, მე, მამაჩემმა და ჩემმა ძმამ წყლიდან გამოსვლა მოვახერხეთ. თუმცა ჩემმა დამ ეს ვერ შეძლო. მან მთხოვა, ხელი მომეკიდა, თუმცა მე ეს ვერ შევძელი… ის დინებამ წაიღო. წყალდიდობამ ჩვენი სახლი და ქონება გაანადგურა. აღარაფერი დაგვრჩა”, – ამბობს 11 წლის ჰაჯერა, რომელიც ჩრდილოეთ ავღანეთის ერთ-ერთი სოფლიდანაა.
UNICEF-ისა და გაეროს ბავშვთა სააგენტოს განცხადებით, ექსტრემალურმა ამინდმა, რომელიც კლიმატის კრიზისითაა გამოწვეული, ათიათასობით ბავშვი დააზარალა და უსახლკაროდ დატოვა.
ინფორმაციისთვის, ავღანეთში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობები მაისში დაიწყო.