პოლონეთში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დატბორილია ქალაქი ბელსკო ბიალა. სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის განცხადებით, მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ არის.