თბილისში მომხდარ ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – მსუბუქი ავტომანქანა მოტოციკლეტს შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა წუხელ მოხდა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები