ვიოლა ფონ კრამონი: „ქართულ ოცნებას“ მილიონი შანსი ჰქონდა საქართველოსთვის არ ეღალატა, მაგრამ მაინც არჩიეს პუტინს დამორჩილებოდნენ – ისტორია არასოდეს არის კეთილი მოღალატეების მიმართ

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „გამჭვირვალობის კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ფონ კრამონი წერს, ისტორია არასოდეს არის კეთილი მოღალატეების მიმართ.

„ქართულ ოცნებას“ მილიონი შანსი ჰქონდა საქართველოსთვის არ ეღალატა, მაგრამ მაინც არჩიეს პუტინს დამორჩილებოდნენ. ისტორია არასოდეს არის კეთილი მოღალატეების მიმართ. მიუხედავად ამ წარუმატებლობისა, ამბავი ქართველი ხალხისთვის კარგად მთავრდება. ადრე თუ გვიან, ისინი შეუერთდებიან ევროკავშირს და ვერანაირი რუსეთი და მათი მარიონეტები ამას ვერ შეცვლიან“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები