უკრაინის იუსტიციის მინისტრი: ჩვენი პატიმრები პეპლების დასაჭერად არ მიდიან, ისინი მიდიან მოსაკლავად

28 მაისის მდგომარეობით, საპატიმროები უკვე 613 ადამიანმა დატოვა და შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა, – ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა, დენის მალიუსკამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ადამიანები რამდენიმეთვიან ტრენინგს გაივლიან, რის შემდეგაც ისინი თავდასხმის ნაწილებში იმსახურებენ.

მალიუსკას პირდაპირი გამოსვლა: ”ამჟამად. ეს იქნება თავდასხმის ნაწილები, ეს იქნება დანაყოფები, რომლებიც შედგებიან ექსკლუზიურად იმ ადამიანებისგან, რომლებმაც სასჯელი მოიხადეს – ეს არის მონოლითური დანაყოფები – სხვა სამხედრო პერსონალთან შერევის გარეშე“, – აღნიშნა მალიუსკამ.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, არ არის დარწმუნებული, რომ ეს საუკეთესო ვარიანტია, თუმცა, საკითხებში სამხედროებს ეყრდნობა, რადგან „მათ უკეთ იციან“.

„ჩვენ ჯერ არ მივსულვართ ამ ქვედანაყოფების მიერ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის ეტაპამდე, მომზადება მიდის. შესაძლოა, სიტუაცია შემდგომში შეიცვალოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს ცალკეული ნაწილებია. ამ დროისთვის ეს არის თავდასხმის დანაყოფები“, – განაცხადა მალიუსკამ.

ამასთან, მალიუსკა მხარს უჭერს იმას, რომ მობილიზაციის შესაძლებლობა იმ პატიმრებსაც მიეცეთ, რომლებიც სასჯელს ერთი მკვლელობისთვის იხდიან.

„ერთი მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს უნდა ჰქონდეთ მობილიზაციის უფლება. ჩვენი პატიმრები პეპლების დასაჭერად არ მიდიან, ისინი მიდიან მოსაკლავად. წარსულში მკვლელობის გამოცდილება კი ყოველთვის არ არის ბრძოლისთვის დაბრკოლება. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მკვლელობებზე, რომლებიც არ არის ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ან არ არის ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობა. ხშირად ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირი არ არის საზოგადოებისთვის იმაზე უფრო საშიში, ვიდრე პირი, რომელიც ცივი იარაღის გამოყენებით 3-4 ძარცვას ახორციელებს.

ზოგჯერ ადამიანი კარგავს კონტროლს საკუთარ ქმედებებზე და გარკვეულ ემოციურ ფონზე აკეთებს იმას, რაც არ უნდა გააკეთოს. მაგრამ მას შემდეგ, რაც სასჯელის მოხდა იწყება, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და თვითკონტროლი საგრძნობლად იცვლება და მისი მხრიდან სოციალური საფრთხე მნიშვნელოვნად მცირდება, განსხვავებით მათგან, ვინც განმეორებით ჩადის დანაშაულს და, ცივი იარაღის გამოყენებით, ფულის გამოძალვას პროფესიად აქცევს“, – განმარტა უკრაინის იუსტიციის მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, 22 მაისს ხმელნიცკის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა 50 პატიმრის მოთხოვნა ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, მობილიზებული იყვნენ შეიარაღებულ ძალებში ომში მონაწილეობის მისაღებად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები