მურადი ბერიძე მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონია
მიმდინარე წლის 24-25 მაისს, ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაძაბული და საინტერესო შეხვედრების შემდეგ, U11 – საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 10 წლის ხულოელმა მურადი ბერიძემ.