ირაკლი ზარქუა: „იმნაირების” გაერთიანება იქნება – მწვალებლების, რეკეტიორების, კრიმინალების, უსამშობლოების; მადლობა მადამ პრეზიდენტს ამ ინიციატივისთვის, რომ ყველა ერთად გააერთიანა

ქალბატონ პრეზიდენტს ვეთანხმები. „იმნაირების” გაერთიანება იქნება. „იმნაირები”, მწვალებლები, რეკეტიორები, კრიმინალები, უსამშობლოების გაერთიანებაა, ხოლო აქეთ იქნება ადამიანების გაერთიანება, რომლებიც ქართულ ინტერესებს დაიცავენ, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა – ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმას, „ქართულ ქარტიას“ გამოეხმაურა.

„კიდევ ერთხელ მადლობა მადამ პრეზიდენტს ამ ინიციატივისთვის, რომ ყველა ერთად გააერთიანა, რომ ჩვენ მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდეთ არჩევანის გაკეთება ამ მწვალებელთა პარტიას და მშვიდობის გარანტ პარტიას შორის, ეკონომიკურ სანქციებზე და რუსეთის ეკონომიკაზე მიმბმელ პარტიას და ჩვენს პარტიას შორის, რომელიც არა ვიღაცის კარნახით, არამედ ჩვენი საზოგადოების, ქართული ეკონომიკის ინტერესების კარნახით მოქმედებს. ამათ საერთო არაფერი აქვთ ქართულ ტრადიციასთან, ინტერესებთან, ადათ-წესებთან, ეკლესიასთან. ამიტომ არიან “იმნაირები” და სწორია ამ შეფასებაში, ქალბატონ პრეზიდენტს ვეთანხმები. “იმნაირების” გაერთიანება იქნება. “იმნაირები”, მწვალებლები, რეკეტიორები, კრიმინალები, უსამშობლოების გაერთიანებაა, ხოლო აქეთ იქნება ადამიანების გაერთიანება, რომლებიც ქართულ ინტერესებს დაიცავენ, მიუხედავად იმ დასანქცირებისა“, – აცხადებს ზარქუა.

ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები