სოზარ სუბარი – გიორგი მსხილაძეს სალომე ზურაბიშვილზე: ვინც რეზიდენტი დაარქვა, დღეს იმათი ლიდერია – გილოცავთ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც “უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ” კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს განიხილავენ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა – გიორგი მსხილაძემ მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს და განაცხადა – სირცხვილია, როდესაც პრეზიდენტს “რეზიდენტს” უწოდებთო.
ამის საპასუხოდ “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მსხილაძეს განუმარტა – „ვინც რეზიდენტი დაარქვა [სალომე ზურაბიშვილს], იმათი ლიდერია დღეს. მომილოცავს! ღმერთმა შეგარგოთ.”

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები