ზარქუა – ვაშაძეს: ბიჭო, ცივილიზებული სამყარო არ გვეუბნებოდა, რუსეთს სანქციები დაუწესეო? ახლა გამოვიდა ბორელი და თქვა, სანქციებმა არ გაამართლაო, იმავე პოზიციაზე ხართ? სანქციები უნდა დაგვეწესებინა?

,,ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ გვეუბნებოდა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესეო?”- ასე მიმართა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერ გიორგი ვაშაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე გიორგი ვაშაძემ ისაუბრა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, რომელიც აღნიშნულ კანონზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს წარადგენს, კითხვით მიმართა, “ამ კანონის მიღებით „ქართული ოცნება“ ცდილობს თუ არა, რომ რუსული ავტორიტარიზმი შემოიტანოს ქვეყანაში.

„მე მინდა, გიორგი ვაშაძეს [მივმართო], რომელსაც ესმის თემა. ბატონო გიორგი, ყველა გისმენთ და არცერთს არ გითქვამთ ქართველი ხალხის ინტერესებზე, იშველიებთ ვენეციის კომისიას, რომელიც აქ საერთოდ არაა წარმოდგენილი. მეორე – კიდევ ახალი სანქციები დაგვიანონსა და გიხარიათ. ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო არ გეუბნებოდა, რომ სანქციები დაუწესეო? მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არ გეუბნებოდა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესეო? ყველა რომ შეხმატკბილებულად ეუბნებოდით, კი, ეს გააკეთეთო, არ გავაკეთეთ!

გუშინ წინ გამოვიდა გამოვიდა ბორელი და თქვა, სანქციებმა არ გაამართლაო, ახლა, იგივე პოზიციაზე ხართ? სანქციები უნდა დაგვეწესებინა? გეკითხები, ბლიც-კითხვა. მომავალშიც ასე ჩუმად იქნები, პასუხი არ გექნება“, – მიმართა ზარქუამ ვაშაძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები