ესპანეთში, ალიკანტეს ცენტრალურ პარკში საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა
ესპანეთში, ქ. ალიკანტეს ცენტრალურ პარკში, ქართული დიასპორის ორგანიზებით და გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით გაიმართა ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები სოციალურ ქსელში ავრცელებს და შესაბამის ვიდეომასალას აქვეყნებს.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.