აშშ-მა უკრაინას 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„დღეს შეერთებული შტატები აცხადებს უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის ახალ პაკეტს, რათა მხარი დაუჭიროს მამაც უკრაინელ ხალხს, რომელიც იცავს თავის ქვეყანას“, – განაცხადა ბლინკენმა.
სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის HIMARS-ის სისტემები, ასევე 155 მმ და 105 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები.
აღსანიშნავია, რომ ეს არის უკრაინის სამხედრო დახმარების მეოთხე ტრანში მას შემდეგ, რაც კონგრესმა გასული თვის ბოლოს მიიღო საგარეო დახმარების შესახებ კანონპროექტი.