ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვერანაირი ზეწოლა ვერ შეაჩერებს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი – თუ ისრაელი იძულებული გახდება მარტო დადგეს, მარტო დადგება

თუ ისრაელი იძულებული გახდება მარტო დადგეს, ისრაელი მარტო დადგება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რითაც უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ის შეაჩერებს ამერიკული იარაღის ისრაელისათვის მიწოდებას, თუ ისრაელის მთავრობის მეთაური ქალაქ რაფაჰში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ჩატარების ბრძანებას გასცემს.

„მსოფლიო ლიდერებს ვეუბნები, ვერანაირი ზეწოლა და საერთაშორისო ფორუმის ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ შეაჩერებს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი. თუ ისრაელი იძულებული გახდება მარტო დადგეს, ისრაელი მარტო დადგება. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მარტონი არ ვართ, რადგან მსოფლიოში უამრავი წესიერი ადამიანი მხარს უჭერს ჩვენს სამართლიან საქმეს. და მე გეუბნებით თქვენ, ჩვენ დავამარცხებთ ჩვენს მტრებს“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები