გიორგი ცაგარეიშვილი – მონაცემთა ბაზაზე: ეს ჩვენი კერძო პარტიული ინიციატივაა – გვინდა, იდენტიფიცირება მოხდეს იმ ადამიანების, რომლებიც ლამობენ ხელისუფლების დამხობას

მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, შეიქმნება ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია იმ პირებზე, რომლებიც ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართული.

“ეს არის ჩვენი კერძო პარტიული ინიციატივა. ჩვენ გვინდა, იდენტიფიცირება მოხდეს იმ ადამიანების, რომლებიც ლამობენ პარლამენტის გადაწვას, ხელისუფლების დამხობას, შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენი ოჯახის წევრებს, მუდმივად ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ პოლიტიკურ ოპონენტებს, უშვერად ილანძღებიან, იმუქრებიან და ნორმალური ცივილიზებული ურთიერთობა არ შეუძლიათ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან და მათ ფიზიკურ განადგურებას ლამობენ“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები