სლოვენიამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების პროცედურა დაიწყო

სლოვენიის მთავრობამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების დადგენილება მიიღო, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად გაეგზავნება.

ამის შესახებ Svet24 წერს.

როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტანია ფაიონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობის ნაბიჯი “მკაფიო სიგნალია, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობაა აუცილებელი, ასევე, ორი სახელმწიფოს შესახებ გადაწყვეტილება ისრაელსა და პალესტინისთვის”.

ფაიონმა დააზუსტა, რომ სლოვენია გეგმავს პალესტინის აღიარებას 1967 წლის საზღვრებში, ანუ ღაზის სექტორის, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსთან და აღმოსავლეთ იერუსალიმთან ერთად და ხაზი გაუსვა, რომ ამ აქტით ლიუბლიანა “ჰამასს” არ აღიარებს.

მანამდე მედია წერდა, რომ ირლანდია, ესპანეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები 21 მაისს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესაძლებლობას განიხილავენ.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ აღიარებისთვის ნორვეგიაა მზად, თუმცა, თარიღები დაზუსტებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები