გიორგი ცაგარეიშვილი: მინდა, ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა ერთადერთი უალტერნატივო გზაა

“მინდა, ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა არის ერთადერთი, უალტერნატივო გზა. სხვა ყველანაირი გზა ქვეყანას წაიყვანს დიდი უბედურებისა და ტრაგედიისკენ”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საკმაოდ საღად უყურებს.
„ოპოზიციას უნდა რევანში და ხელისუფლებაში მობრუნება ნებისმიერი საშუალების გამოყენებით. მათ უნდა იცოდნენ, რომ აქედან არაფერი გამოუვათ, როგორც წინა ჯერზე არ გამოუვიდა ამ ავაზაკთა დაჯგუფებას, კრიმინალურ გუნდს. საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ საღად უყურებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. მინდა ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა არის ერთადერთი უალტერნატივო გზა. სხვა ყველანაირი გზა ქვეყანას წაიყვანს დიდი უბედურებისა და ტრაგედიისკენ. ამას ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ჩვენ ეს გამოვიარეთ და ამ გზაზე, კვალზე გავლას საქართველოს ხელისუფლება არცერთ შემთხვევაში არ აპირებს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები