ნიკა გვარამია – ფარულ ჩანაწერებზე: ყველა ტექსტი არის დამონტაჟებული, კატეგორიულად გამოვრიცხავ ავთენტურობას და არ მაღელვებს – ვინ სად, როდის და რა თქვა და რა გამოაქვეყნა

პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია  For.ge-ს მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.

გვარამია ჩანაწერების ავთენტურობას გამორიცხავს.

„სამარცხვინო ამბავია, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ჯერ ერთი, არის ფაბრიკაცია, აბსოლუტურად ყველა. მერე არის უკანონო სადღაც დამონტაჟებული, კომპიუტერში შესული, მოსმენილი და ა.შ. ჩემი აზრით, სირცხვილია ამაზე საუბარიც, უკანონო ჩანაწერების განხილვა, ფაბრიკაციებში შესვლა. არავის ეს არ აინტერესებს. ჩავლილი აქვს ამ მატარებელს. „ქართული ოცნების“ მატარებელი გასულია სადგურიდან და მიდის მოუსავლეთში. დროზე ჩამოხტნენ იმიტომ, რომ ეს ძალიან ცუდი მატარებელია. არ შევალ არაფერ სისულელის განხილვაში. იმიტომ, რომ ყველა ტექსტი არის დამონტაჟებული, ყველა მასალა არის უკანონოდ მოპოვებული, კატეგორიულად გამოვრიცხავ ავთენტურობას და არ მაღელვებს ვინ სად, როდის და რა თქვა და რა გამოაქვეყნა“, – აღნიშნა გვარამიამ.

ცნობისთვის, სააგენტომ For.ge-მ გაავრცელა ფარული ჩანაწერი სადაც, სავარაუდოდ ოპოზიციონერი ლიდერების, მათ შორის ნიკა გვარამიას საუბარია.

ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები