ფრანც კაფკას ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

13 მაისს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლი ფრანც კაფკას ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილ საღამოს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ მწერლის შესახებ მომზადებული გამოფენა და მოისმინონ კაფკას ქართულ ენაზე არსებული თარგმანების ავტორის, რუსუდან ღვინეფაძის ლექცია ფრანც კაფკას შემოქმედების შესახებ.
სპეციალურად ამ დღისთვის, მწერალთა სახლის რეზიდენციის სტუმარი, თანამედროვე ჩეხი ავტორი, იარომირ ტიპლტი წაიკითხავს ამონარიდს მოთხრობიდან „მეტამორფოზა“.
საღამოს დასკვნით ნაწილში კი სტუმრები იხილავენ ამავე ნაწარმოების მიხედვით დადგმულ ქორეოგრაფიული წარმოდგენას ცნობილი ჩეხი ქორეოგრაფის, ჰონზა მალიკის შესრულებით.
მიძღვნილ ღონისძიებას – „მეტამორფოზა“.
ინფორმაციისთვის: 2024 წელს ფრანც კაფკას გარდაცვალებიდან 100 წელი სრულდება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან:  მწერალთა სახლი და ჩეხეთის ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები