რატი ბრეგაძე: “ნაცმოძრაობას“ რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიასთან, ყველამ ვიცით, ასევე ყველამ ვიხილეთ, რა დამოკიდებულება აქვთ მათ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან – საერთოდ, რაზე არის საუბარი?

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე For.ge-ს მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.

„ნაცმოძრაობას“ რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიასთან, ყველამ ვიცით. ასევე ყველამ ვიხილეთ, რა დამოკიდებულება აქვთ მათ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან. საერთოდ, რაზე არის საუბარი? ადამიანებს აწამებდნენ, ამ სიტყვით პირდაპირი მნიშვნელობით, განსხვავებული აზრის გამო. შესაბამისად, საზოგადოებისთვის აქ უცხო არაფერია. ესენი არიან ბოლშევიკები, რომლებსაც ამჟამად მოხვეული აქვთ ევროკავშირის დროშა და ცდილობენ, საზოგადოებას თავი მოაჩვენონ ანგელოზებად. სინამდვილეში, ეს ადამიანები წარმოადგენენ იმ რეჟიმს, რომელიც აწამებდა ადამიანებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, სააგენტო for.ge-მ ოპოზიციონერი ლიდერების ფარული ჩანაწერები გაავრცელა. ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები