ბელგოროდი დრონების სამიზნე გახდა – არიან დაშავებულები, დამწვარია მანქანები

ბელგოროდზე დრონებით იერიში მოხდა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 წლის ბავშვია.

ამის შესახებ ბელგოროდის მერმა, ვალენტინ დავიდოვმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 19 მაღალსართულიან სახლში 34 ბინა, ერთი კერძო სახლი და 37 ავტომობილი დაზიანდა.

მერი აზუსტებს, რომ ცხრა მანქანა “მთლიანად დაიწვა”, სახლებში კი “ძირითადად შუშებია დაზიანებული”, მაგრამ არის “პირდაპირი მოხვედრები”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები