კიმ ჩენ ინი იმედოვნებს, რომ რუსეთი “იმპერიალიზმს დაამარცხებს”

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი იმედოვნებს, რომ რუსეთი “იმპერიალიზმის ჰეგემონურ პოლიტიკას” დაამარცხებს და “სამართლიანი მრავალპოლარული მსოფლიოს აშენების ბრძოლაში ახალ გამარჯვებას” მოიპოვებს.

ამის შესახებ რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელიც ფაშიზმზე დამარცხების 79-ე წლისთავს მიეძღვნა.

“კიმ ჩენ ინმა ისურვა, რომ პრეზიდენტმა, რუსეთის არმიამ და ხალხმა დაამარცხოს ჰეგემონური პოლიტიკა და იმპერიალიზმი, გაიმარჯვონ სამართლიანი და მრავალპოლარული მსოფლიოს აშენებაში და გამოთქვა მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა რუსეთის წმინდა საქმის მიმართ”,- ნათქვამია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები