გიორგი გამსახურდია: სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველა სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდა რუსეთს, აბსოლუტურად დამოკიდებული გახადეს საქართველო რუსეთზე

გეგმის ნაწილი იყო, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას პირადი ჯიბის გასასქელებლად, ის ფული დაეგროვებინა, რასაც ახლა გვიპირისპირებენ, „შავი ფული“ და რუსები მაქსიმალურად შემოეყვანათ საქართველოში, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, რას ფიქრობს საქართველოში მიმდინარე აქციებზე, როდესაც მთელი ეს პროცესი არის შეფუთული რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლით, მაშინ, როდესაც მთელი მისი ოჯახის ისტორია იყო რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკასთან ბრძოლა, გამსახურდიამ უპასუხა:

„მათი [რადიკალური ოპოზიციის] პოლიტიკური მამები აბრალებდნენ ზვიად გამსახურდიას, შევარდნაძის ჩამოყვანა უნდა და რუსეთთან მიერთებაო და მერე თვითონ ჩამოაქანეს ის კაცი, თვითონვე შეათრიეს დსთ-ში. მერე ბალტინის ჯარები საქართველოში შემოიყვანეს, ოკუპაციაზე თვალი დაუხუჭეს და „გაუპრავეს“ მამა-შვილმა გაბაშვილებმა და სხვებმა.

მთელი ჩემი ბავშვობა, ახალგაზრდობა, არაერთ საბრძოლო მოქმედებაში მონაწილე ვყოფილვარ, ასევე 2008 წლის ომის ჩათვლით. ყოველთვის ჩვენთვის პირველი საფრთხე, ორგანულად მიუღებელი და დღემდე არის რუსეთი და რუსული იმპერიალიზმი. ყველა სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდეს [წინა ხელისუფლებამ] რუსეთს, აბსოლუტურად დამოკიდებული გახადეს საქართველო რუსეთზე. ტანკი მას არ სჭირდება, ისედაც იმდენი ბერკეტი მისცეს ხელში. გეგმის ნაწილი იყო, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას პირადი ჯიბის გასასქელებლად ის ფული დაეგროვებინა, რასაც ახლა გვიპირისპირებენ, „შავი ფული“ და რუსები მაქსიმალურად შემოეყვანათ საქართველოში“, – აღნიშნა გამსახურდიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები