ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საქართველოს პრემიერთან კონსტრუქციული დისკუსია მქონდა – მოხარული ვარ, რომ მათ სურთ დიალოგში ჩაერთონ თავიანთ საერთაშორისო პარტნიორებთან

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან მქონდა კონსტრუქციული დისკუსია იმ სადავო კანონზე, რომელიც ეხება ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან. მოხარული ვარ, რომ მათ სურთ დიალოგში ჩაერთონ თავიანთ საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორიცაა ეუთოს გენერალური ასამბლეა“, – წერს პია კაუმა X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები