გიორგი ვოლსკი: ადამიანები, ვინც ჩადიან მორალურ დანაშაულს საზოგადოების წინაშე, უნდა იყოს ყველასათვის ცნობილი

მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, შეიქმნება ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია იმ პირებზე, რომლებიც ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართული.

“როდესაც პროტესტს გამოხატავენ, ეს პროტესტი უკვე გადადის ისეთ დაპირისპირებაში, როდესაც შეგიძლია მანდილოსანს შეაგინო, ან ხელით შეეხო, ან უფრო მეტიც, გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს რადიკალიზაციამდე და რომელიც ორიენტირებულია როგორმე მსხვერპლის დაშვებაზე შეჯახების დროს, რასაკვირველია, იმ ადამიანების სახელები საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მაგრამ თუკი სისხლის სამართლის დანაშაულში გადავა ეს, რასაკვირველია, შესაბამისი პასუხიც უნდა მოეთხოვოს.

Mona.ge-ს ქმნის ადამიანი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ეს არის სულ სხვა რამ. ეს არის ბულინგისთვის გამოყენებული გარკვეული გვერდი, რომელმაც არ გაამართლა, იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი რეალური სურათი. ასე რომ, ადამიანები, ვინც ჩადიან მორალურ დანაშაულს საზოგადოების წინაშე, უნდა იყოს ყველასათვის ცნობილი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები