დიდი ბრიტანეთიდან რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებენ და ზოგიერთ უძრავ ქონებას დიპლომატიურ სტატუსს ჩამოართმევენ

დიდი ბრიტანეთიდან რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებენ და ზოგიერთ უძრავ ქონებას დიპლომატიურ სტატუსს ჩამოართმევენ.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც ქვეყნის შს მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, ეს არის ევროპასა და დიდ ბრიტანეთში რუსეთის მავნებლურ საქმიანობაზე პასუხი.

საკითხს მოსკოვში უკვე გამოეხმაურნენ. როგორც მარია ზახაროვამ თქვა, დიპლომატის გაძევებაზე “ადეკვატური პასუხი” იქნება გაცემული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები