მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ჰიპ-ჰოპ არტისტი – AKON-ი თბილისში ჩამოდის

23 მაისს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ-ჰოპ არტისტი AKON-ი თბილისს ეწვევა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოს გახსნის ქართველი მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი ბენდი Killages.
AKON-ს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორიცაა: “Lonely”, “Smack That”, and “I Wanna Love You”.
კარიერის მანძილზე AKON-მა ითანამშრომლა არაერთ ლეგენდარულ არტისტთან: Michael Jackson, Snoop Dogg, Lady Gaga, Eminem, 50 Cent და David Guetta. აქვს 35 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და 5 გრემის ნომინაცია.
კარი გაიღება: 19:00 საათზე.
ადგილმდებარეობა: „თბილისი არენა“:   https://maps.app.goo.gl/ezDzZupNDXj5isbd8

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები