გია ცაგარეიშვილი: გადაწყდა, რომ დაორგანიზებულიყო უზარმაზარი თავყრილობა – მე ვფიქრობ, რომ დროულია ეს შეხვედრა

“გადავწყვიტეთ, რომ საჭირო და გადაუდებლად აუცილებელი იყო ჩვენს მომხრეებთან შეხვედრა”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა რუსთაველზე განაცხადა, სადაც ხელისუფლების ორგანიზებით საერთო-სახალხო შეკრების მონაწილეები იკრიბებიან.

მისივე თქმით, შეხვედრა დროულია.

“ყველა ქალაქში, სოფელში და დედაქალაქშიც ძალიან დიდი სურვილი იყო ამ შეხვედრის. გადაწყდა რომ დაორგანიზებულიყო უზარმაზარი თავყრილობა. მე ვფიქრობ, რომ დროულია ეს შეხვედრა”, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

პარლამენტთან პოლიტიკური გამოსვლები 20:00 საათიდან დაიწყება. მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები