რევაზ ჩელებაძე – ახალი სტადიონის აშენებაზე: ქვეყანას ულამაზესი საჩუქარი მოევლინა

ვეტერანი ფეხბურთელი, რევაზ ჩელებაძე თბილისში ახალი სტადიონის აშენების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ეს არის ძალიან დიდი საქმე, რაც კეთდება ქვეყანაში – ახალი უნიკალური სტადიონი. საჭირო იყო ასეთი უნიკალური ცენტრი გაკეთებულიყო და ალბათ, ფეხბურთელებისთვის და სანაკრებო რაგბისთვის იდეალური სტადიონი იქნება. ქვეყანას ულამაზესი საჩუქარი მოევლინა“, – განაცხადა ჩელებაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში ახალი სტადიონი აშენდება. 70 000 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სტადიონის აშენება ახალი აეროპორტის ტერიტორიაზე იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები