ქუთაისის სპორტის სასახლეში, კადეტ მოკრივეთა შორის, აკაკი კაკაურიძის სახელობის მე-13-ე საერთაშორისო ტურნირი დაიწყო

საერთაშორისო ტურნირში საქართველოს ნაკრებ გუნდებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის (აზერბაიჯანის, ისრაელის, ლატვიის, ესტონეთის, სომხეთის და რუმინეთის ) ნაკრები გუნდებიც ასპარეზობენ.

ოფიციალური გახსნის დროს ქუთაისის ვიცე-მერმა, დავით ერემეიშვილმა, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა, კობა ფხაკაძემ, იმერეთის კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა, ირაკლი გვენეტაძემ და ვიცე პრეზიდენტმა კობა ჩანკვეტაძემ სტუმრებს სამახსოვრო სჩუქრები გადასცეს.

ორთაბრძოლები 21 აპრილს დასრულდება და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები