სალომე სამადაშვილს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს

ოპოზიციონერ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიიღო.

შალვა პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს რამდენჯერმე მისცა გაფრთხილება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის კითხვებზე პასუხის გაცემისთვის საშუალება მიეცა.

სალომე სამადაშვილმა გააპროტესტა, რომ, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციელების მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას.

თინა ბოკუჩავასა და სალომე სამადაშვილის პროტესტი სწორედ სიტყვა  ,,ძალადობის,, გამოყენებას მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარისგან გაფრთხილება მიიღო თინა ბოკუჩავამაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები