ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის გადარჩენა აშშ-სთვის მნიშვნელოვანია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ “უკრაინის გადარჩენა და ძალა” ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია.

თუმცა, მისი თქმით, ევროპამ უფრო ძლიერი მხარდაჭერა უნდა გაუწიოს კიევს, ვიდრე შეერთებულმა შტატებმა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში Truth-ში დაწერა.

“ჩვენ, ყველა ვთანხმდებით, რომ უკრაინის გადარჩენა და სიძლიერე უფრო მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ვიდრე ჩვენთვის, მაგრამ ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. როგორ მოხდა ისე, რომ შეერთებული შტატები უკრაინის ომზე 100 მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავენ, ვიდრე ევროპა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოკეანე გვყოფს?”, – დაწერა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები