არჩილ თალაკვაძე: ორმაგი სტანდარტი, რომელიც ჟურნალისტებთან მიმართებით დავინახეთ ამ დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ აჩვენებს კონკრეტული ჯგუფების ფარისევლობას

“ორმაგი სტანდარტი, რომელიც ჟურნალისტებთან მიმართებით დავინახეთ ამ დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აჩვენებს ფარისევლობას, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ შერჩევით მიდგომას, რაც კონკრეტულ სუბიექტებს და კონკრეტულ ჯგუფებს აქვთ საქართველოში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„სწორედ ამიტომ არ სჯერა საზოგადოების დიდ ნაწილს ამ პოლიტიკური ჯგუფების და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო თუ მედია ჯგუფების. ისინი მხოლოდ და მხოლოდ შერჩევითად, როცა მათ სჭირდებათ და აწყობთ, მაშინ ახდენენ რეაგირებას. სამაგიეროდ არანაირი შეფასება, არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ, როდესაც ჟურნალისტებზე იყო თავდასხმა, ჟურნალისტების მიმართ იყო პირდაპირ ხელშეშლა მათი საქმიანობის დროს და იყო წარმოუდგენელი შეურაცხყოფა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები