“ირანი იზოლირებული უნდა იყოს” – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ირანის მიმართ უფრო მკაცრი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ Tagesschau წერს.

ბერბოკი აცხადებს, რომ საჭიროა ირანის იზოლაცია, თუმცა, ამავე დროს, ხაზს უსვამს ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის თავიდან აცილებას.

“ირანი იზოლირებული უნდა იყოს.  ამავე დროს, არ უნდა იყოს არანაირი ესკალაცია”, – თქვა მინისტრმა იტალიის კუნძულ კაპრიზე “დიდი შვიდეულის” საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კულუარებში.

ბერბოკმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ირანის წინააღმდეგ სამომავლო ზომების მიღება იქნება განხილული.

“რადგან ამ უპრეცედენტო ინციდენტზე რეაქცია უნდა არსებობდეს, მაგრამ რეგიონში სამომავლო ესკალაცია არ უნდა იყოს”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები