პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაშავებულ მოქალაქეებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ
პარლამენტის შენობასთან ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დაშავებულ აქციის მონაწილეებს სამედიცინო დახმარებას უწევენ.
ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებიც აქციაზე დაშავებულ მოქალაქეებს პირველად სამედიცინო დახმარებას უტარებენ.
სამართალდამცველებმა აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი რამდენიმე წუთის წინ გამოიყენეს. საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება დაძაბულია.
მანამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც მონაწილეებს მოუწოდა, დაემორჩილონ კანონს და მიმართა მათ, რომ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება დაუშვებელია.
შეგახსენებთ, მოქალაქეები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ კანონი საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს.