როგორ დაიგეგმა ლგბტ ორგანიზაციების მიერ მამუკა მდინარაძეზე შეტევა – ჩანაწერი ლგბტ ორგანიზაციების Zoom-შეხვედრიდან, რომელსაც „პრაიდის“ დირექტორი – მარიამ კვარაცხელია ატარებს

ვრცელდება ჩანაწერი ლგბტ ორგანიზაციების Zoom-შეხვედრიდან, რომელსაც „პრაიდის“ დირექტორი, მარიამ კვარაცხელია ატარებს, სადაც მამუკა მდინარაძის დისკრედიტაცია დაიგეგმა.

გავრცელებულ ე.წ. სქრინში ჩანს, რომ ლგბტ ორგანიზაციების შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე შეტევა დაიგეგმა. კერძოდ, „სქრინში“ აღნიშნულია, რომ „მამუკა მდინარაძე უნდა იყოს მთავარი ასაგდები“, ასევე, მისი ასოცირება უნდა მოხდეს „ალტ-ინფოსთან“.

არსებული ინფორმაციით, კვარაცხელიამ დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთებულიყო ამ მიმართულებით, ხოლო აღნიშნული შეხვედრა დაიგეგმა სტრატკომის მიერ, რომელშიც შედიან „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი არასამთავრობოები.

წყარო: Imedinews

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები