ისრაელში საქართველოს ელჩი: საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, საელჩოსგან ნებისმიერ დროს მიიღონ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია

“ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოს საელჩოსგან”,- ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი ზაზა კანდელაკი აცხადებს.

ელჩი ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის ხელისუფლების მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

„საელჩო ქვეყანაში არსებული ვითარების მიხედვით მოქმედებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელი გახდეს უსაფრთხოების ზომები, რომელიც ახლა არის გამოცხადებული. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოს საელჩოსგან. საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს დღეს ისრაელში, მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია ისრაელის ხელისუფლების მიერ და დაიცვას ამ რეკომენდაციების მიხედვით ყველა აუცილებელი უსაფრთხოების ზომები“,- აღნიშნა ელჩმა.

ცნობისთვის, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით,  ქვეყანა ნებისმიერი სცენარისთვის არის მზად და თავდასხმას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები