სიდნეის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც

სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სროლის შედეგად დაჭრილია რამდენიმე ადამიანი, ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი ტერორიზმს.

„მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები