გურჯაანში 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 35 წელი გავიდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა სოფელ კარდენახში მდებარე, 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ტრაგიკულ დღეს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას.
1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით კი დაშავდა.
“მადლობა გმირებს, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებისთვის საკუთარი სიცოცხლე გაწირეს”, – აღნიშნავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი.