ომბუდსმენის ანგარიში: გენდერულ სტერეოტიპებზე დაფუძნებული მავნე პრაქტიკების აღმოსაფხვრელად, როგორც ქალთა მიმართ, ასევე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობისა და ბავშვის ქორწინებისგან დასაცავად მუშაობის გაძლიერებაა საჭირო
“სიცოცხლის უფლების ხელყოფის თვალსაზრისით შემზარავი იყო 14 წლის აითაჯ შახმიროვას გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობა. აითაჯის მკვლელობის ფაქტი არ არის განყენებული შემთხვევა და ძალადობის პრევენციის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიმართულებით არსებული ხარვეზების შედეგია”,ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ წლიურ საპარლამენტო ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის მიხედვით, გენდერულ სტერეოტიპებზე დაფუძნებული ტრადიციებისა და მავნე პრაქტიკების აღმოსაფხვრელად მუშაობის გაძლიერებაა საჭირო.
“მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს მუშაობის გაძლიერების საჭიროებას გენდერულ სტერეოტიპებზე დაფუძნებული ტრადიციებისა და მავნე პრაქტიკების აღმოსაფხვრელად, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობისა და ბავშვის ქორწინებისგან დასაცავად”,- აღნიშნულია ანგარიშში.