„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ აქტიურად არის ჩართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები იმართება.

,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი, ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, კამპანიის ფარგლებში, თბილისის 143-ე საჯარო სკოლას ესტუმრა. შეხვედრაზე განიხილეს თემები როგორიცაა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, ცირკულარული ეკონომიკა, ნარჩენების მართვის სისტემა და ევროპულ მოდელი და ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენება.
როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, ნარჩენების მართვის საინფორმაციო კამპანიაში ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია. მათივე თქმით, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა ცნობიერების ამაღლების კუთხით ევრო კავშირის ქვეყნებში აპრობირებულია და იქ მოქმედი ორგანიზაციები მსგავს ღონისძიებებს უწყვეტად მართავენ.
შეხვედრის დასასრულს ,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანო მთვრალაშვილმა 143-ე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და ეკო კლუბის წევრებს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ ასოციაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან დღემდე „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ აქტიურად არის ჩართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც 25 სკოლაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს და და ორი მემორანდუმი გააფორმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები