სანკტ-პეტერბურგში დრონი საცხოვრებელ სახლს დაეცა (ვიდეო)

სანკტ-პეტერბურგში დრონი საცხოვრებელ სახლს დაეცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათ ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი პისკარიოვის გამზირზე მდებარე ხუთსართულიან სახლს დაეცა.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, ხოლო დაზიანებული ბინებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატის სამიზნე ნავთობის ბაზა იყო, რომელიც დრონის ჩამოვარდნის ადგილიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები