სტოლტენბერგი: შვედეთი ნატოს 32-ე მოკავშირე გახდება, რაც ყველას უფრო ძლიერსა და უსაფრთხოს გაგვხდის
მივესალმები უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრას ნატოში შვედეთის წევრობის რატიფიცირების შესახებ, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში წერს.
„შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრის შედეგებს მივესალმები. ახლა, როცა ეს ყველა მოკავშირემ დაამტკიცა, შვედეთი ნატოს 32-ე მოკავშირე გახდება. შვედეთის გაწევრიანება ყველას უფრო ძლიერსა და უსაფრთხოს გაგვხდის“, – წერს სტოლტენბერგი X-ზე.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს მხარი დაუჭირა.
I welcome the Hungarian parliament’s vote to ratify #Sweden’s membership in NATO. Now that all Allies have approved, Sweden will become the 32nd #NATO Ally. Sweden’s membership will make us all stronger and safer.
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) February 26, 2024