ყველაფერი იწყება სურვილით – რა გზით არის შესაძლებელი ნარკოდამოკიდებული ადამიანის რესოციალიზაცია?

ნარკოდამოკიდებულება –  ამ მხრივ ადამიანთა გარკვეული ნაწილის მიდრეკილება, სამწუხაროდ, კვლავ აქტუალურია არსებულ რეალობაში. სხვადასხვა ტენდენციის გათვალისწინებით, არსებობს მიზეზები, რის გამოც საკითხი კვლავ შფოთვის საგანია. ერთი შეხედვით, დაბრკოლებებთან „გამკლავების“ მარტივი გზა უამრავ პრობლემას წარმოშობს ადამიანის ყოველდღიურობაში, მათ შორის, როგორიცაა რეალობის შეგრძნების დაკარგვა.

ჩამოვთვალოთ რამდენიმე კრიტერიუმი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ადამიანი არის ნარკოდამოკიდებული.

  • როდესაც მას ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარების დაუოკებელი ლტოლვა აქვს;
  • სხვადასხვა სოციალური, გარშემო არსებული პრობლემის მიუხედავად, ვერ ახერხებს, უარი თქვას ნივთიერების მოხმარებაზე;
  • გარკვეული პერიოდის მანძილზე ნივთიერების მოუხმარებლობის შემთხვევაში, უჩნდება ესა თუ ის ფსიქიკური და ფსიქოლოგიური სიმპტომი, რაც გამოიხატება დეპრესიის, შიშის, შფოთვის სახით;
  • მას უჩნდება სურვილი, გაზარდოს დოზა იმისთვის, რომ მიიღოს სასურველი შედეგი;
  • როდესაც ადამიანს აქვს სურვილი, უარი თქვას ნარკოტიკზე, მაგრამ ამას ვერ ახერხებს.

საინტერესოა, არსებობს კი მეთოდი, რაც ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, წარმატებით განხორციელდეს მისი სურვილი – უარი თქვას ნარკოტიკების მოხმარებაზე? რამდენად ეფექტურია ასეთ დროს საზოგადოების მხარდაჭერა? მათ შორის, რა როლი აქვს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობას? ამ უკანასკნელ შემთხვევაში, არსებითად მნიშვნელოვანია, ნარკოდამოკიდებულ ადამიანს ჰქონდეს სურვილი, გაუმკლავდეს დამოკიდებულების პრობლემას. ამ მეთოდის წარმატება დამოკიდებულია მხოლოდ შესაბამის, კვალიფიციურ სამედიცინო დაწესებულებაზე. დაუშვებელია თვითმკურნალობა, რადგან ამ გზით შესაძლოა, ტრაგიკული შედეგი დადგეს. გარდა ამისა, სამედიცინო ცენტრთან დაკავშირების შემთხვევაში, მკაცრად არის დაცული პაციენტის ანონიმურობა, რაც განაპირობებს ხარისხიან მკურნალობასა და ჯანსაღ სოციალურ გარემოს. ჩანაცვლებით თერაპიულ პროგრამაში მონაწილეობის მთავარი მიზანია ნარკოდამოკიდებულ ადამიანთა მკურნალობა, დეკრიმინალიზაცია, სოციალური ინტეგრაცია და ე.წ. ქუჩის ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირება.

ნარკოდამოკიდებული ადამიანისთვის დამახასიათებელი ასოციალური ქცევები. მას ეცვლება მიზნები, ყოველდღიურობა; მოცემულობები – რომლებიც ადრე მისთვის კომფორტული და სასიამოვნო იყო, ბუნდოვანი ხდება. მასში მცირდება და შემდგომ უკვე ქრება პასუხისმგებლობის გრძნობა, ახლობელი ადამიანების როლი და დატვირთვა მის ცხოვრებაში. მათთვის მთავარი ამოცანა ხდება რეალობისგან თავის დაღწევა ნარკოტიკების მოხმარებით და ვერ ახერხებენ, რომ იფიქრონ სამომავლო შედეგებზე. ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანის სურვილის შემთხვევაში ჩატარებული, შესაბამისი კურსის დროს, შესაძლებელი ხდება რესოციალიზაცია და მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის დასტაბილურება.

პრობლემის გარშემო, რა შეთავაზებით არის შესაძლებელი, ისარგებლოს პოტენციურმა ბენეფიციარმა ისე, რომ დადგეს რეალური შედეგი? ჩვენ დაუკავშირდით  „ჰორიზონტ მედი“ ს ,  ერთ ერთი წამყვან  ჩანაცვლებითი თერაპიის სარეაბილიტაციო ქსელს. ეს გახლავთ ოპიოდური აგონისტებით ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც გულისხმობს ოპიოდური დამოკიდებულების მქონე პაციენტების შედარებით ხანგრძლივი ვადით ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიცემას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ. ის რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

„ჰორიზონტ მედის“ მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ, ბუპრენორფინ-ნალოქსონის მიღების პარალელურად, შესაძლებელი გახადოს, ნარკოდამოკიდებულ ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს; მოხდეს ინტრავენური გზით გადამდები დაავადებების პრევენცია; შეწყდეს/შემცირდეს ნარკოტიკების მოხმარება ინიექციური გზით; გაიზარდოს აივ-შიდსის, ინფექციური ჰეპატიტების მკურნალობის ეფექტურობა; შემცირდეს ნარკოტიკების მომხმარებელი პირების მხრიდან სარისკო, კრიმინალური აქტივობები; მოხდეს მათი სოციალური აქტივობების აღდგენა, რაც შექმნის მყარ საფუძველს, რომ ადამიანმა დაიწყოს ნარკოტიკებისგან თავისუფალი ცხოვრება.

უპირველესად, „ჰორიზონტ მედი“ ბენეფიციარებს სთავაზობს ექიმ-ნარკოლოგთან კონსულტაციას, რაც არ არის დაკავშირებული ფინანსებთან. პაციენტს აქვს შესაძლებლობა, ჩაიტაროს ბუპრენორფინ-ნალოქსონით ჩანაცვლებით თერაპია, რომელიც მიმდინარეობს შესაბამის სამედიცინო, სპეციალიზებულ დაწესებულებაში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ. როდესაც ბენეფიციარის  მიერ ირღვევა მკურნალობის რეჟიმი ან ის კვლავ მოიხმარს ნაროტიკულ საშუალებას, დგება საკითხი, რომ მან დატოვოს პროგრამა.

„ჰორიზონტ მედი“-სთვის დამახასიათებელია  მკურნალობისთვის მაღალი ხარისხის მედიკამენტების გამოყენება და კომპეტენტური სამედიცინო პერსონალი, კომფორტული გარემო, ხელმისაწვდომი ფასები, მკაცრად დაცული ანონიმურობა და მზარდი სანდოობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები