ვახტანგ მახარობლიშვილი: ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრს მიულოცა ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება და აღუთქვა მხარდაჭერა, მათ შორის, ცხრა ნაბიჯის განხორციელების პროცესში

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრს მიულოცა ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება და აღუთქვა მხარდაჭერა იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც შემდგომში უნდა განხორციელდეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ცხრა ნაბიჯის განხორციელების პროცესში, – ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტი არის ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

„ევროპარლამენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ევროკავშირის, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან იყო ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრს მიულოცა ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება და აღუთქვა მხარდაჭერა იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც შემდგომში უნდა განხორციელდეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ცხრა ნაბიჯის განხორციელების პროცესში”,- განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები