არჩილ თალაკვაძე: ნიკა გვარამია არის პოლიტიკურ სცენაზე მოსიარულე ანტირეიტინგი

“ნიკა გვარამია არის პოლიტიკურ სცენაზე მოსიარულე ანტირეიტინგი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის შეფასებით, გვარამიას მძიმე წარსული აქვს.

„არავის უნდა, მოსიარულე ანტირეიტინგი თავის ოფისში, სივრცეში შეუშვას. ერთი რამ ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა 2“-ის ჩამოყალიბების პროცესში ხელოვნურად დაშლილი და პირველი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოქცეული დაზიანებული ლიდერები ეძებენ ადგილს. არიან ძიებაში, ვინ ვის მიუერთდება და რა მაგნიტური კავშირები შეიძლება, ჩამოყალიბდეს პარტიებს შორის პირველი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოქცეული ადამიანების და მათი მხარდამჭერების. განცხადება, რომ მას არ აინტერესებს წარსული, მიუთითებს, რომ მას აქვს მძიმე წარსული და ეს წარსული ძალიან აწუხებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები