დავით ქართველიშვილი: ვეღარ ვასწრებთ დასავლეთში “დედისა” და “მამის” წინააღმდეგ ბრძოლის, ერთსქესიანთა ურთიერთობების ლეგალიზაციის თუ იძულებითი ვაქცინაციის კრიმინალიზაციის საკითხების გაშუქებას – ახალი ამბები გვეწევა მყისიერად

„ამჟამად, მსოფლიოში ნარკომომხმარებლების რაოდენობით მოწინავე პოზიციაზე მყოფ კანადაში ლეგალიზებული იქნება ახალი ინოვაციები, მაგალითად – სკოლებთან სპეციალურად მოწყობილი ოთახები, სადაც ნარკომომხმარებლისთვის ყველა სათანადო პირობები იქნება დაცული,” –  წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი. მან კანადის ნარკოპოლიტიკა კრიტიკულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ნარკოლიბერალიზაციისკებ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, კანადის ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, მაინც დაკანონდება.

„ვიცოდი, დღეს „რაღაც გამიხარდებოდა”: ვეღარ ვასწრებთ დასავლეთში „დედისა” და „მამის” წინააღმდეგ ბრძოლის, ერთსქესიანთა ურთიერთობების ლეგალიზაციის თუ იძულებითი ვაქცინაციის კრიმინალიზაციის საკითხების გაშუქებას – ახალი ამბები გვეწევა მყისიერად.

მხოლოდ ის ფაქტი, რომ კანადის მთავრობაში გაჩნდა „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოდამოკიდებულების მინისტრის” პორტფელის აუცილებლობა – უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. მინისტრმა იაარ საქსმა ქვეყნის ნარკოტიკების ლეგალიზაციის ახალ ეტაპზე გადასვლა დააანონსა. მანამდე ქვეყნის უმსხვილეს პროვინციებში ნარკოტიკების ღიად მოხმარება უკვე ნებადართული იყო.

ამჟამად, მსოფლიოში ნარკომომხმარებლების რაოდენობით მოწინავე პოზიციაზე მყოფ კანადაში ლეგალიზებული იქნება ახალი ინოვაციები, მაგალითად – სკოლებთან სპეციალურად მოწყობილი ოთახები, სადაც ნარკომომხმარებლისთვის ყველა სათანადო პირობები იქნება დაცული. მიუხედავად კანადის ოპოზიციის პროტესტისა, მისი პოლიტიკური სისუსტის გამო, ახალი ინოვაციები ასევე მიიღებენ კანონიერ ძალას” –  წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები